„კონტრაცეპტივებთან ერთად სიგარეტის მოწევა ცერებრული სინუს თრომბოზისთვის დიდი რისკია“ – ქეთევან მიქელაძე

ცერებრული სინუსის თრომბოზები თრომბის იშვიათი ტიპია, რომელიც თავის ტვინის ვენურ სინუსებში წარმოიქმნება. ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ უფრო ხშირად ქალბატონებში გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნეიროქირურგმა ქეთევან მიქელაძე აცხადებს, საქართველოს შემთხვევაში ცერებრული იშემიების სტატისტიკა არ არსებობს, -ს მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, იქ ყოველ 40 წუთში 1 ცერებრული იშემია ხდება და ზოგადად ცერებრული სინუსის თრომბოზები ცერებრული იშემიების 1%-ს შეადგენს.
„კომერსანტი“ ქეთევან მიქელაძეს ცერებრული სინუსის თრომბოზების გამომწვევ მიზეზებზე, დიაგნოსტიკასა და „ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებულ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ესაუბრა.
რამდენად გავრცელებულია ცერებრული სინუსის თრომბოზები საქართველოსა და მსოფლიოში და საქართველოში როგორი ტენდენციაა?
ქეთევან მიქელაძე, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნეიროქირურგი: ცერებრული სინუსის თრომბოზები ცერებრული იშემიების 1%-ს შეადგენს. რაც შეეხება ცერებრულ იშემიებს, მისი სტატისტიკა საქართველოს შემთხვევაში არ არსებობს. აშშ-ი ყოველ 40 წუთში 1 ცერებრული იშემია ხდება. ცერებრული იშემია რომ განვმარტოთ, ეს არის იშემიური ინსულტი, რომელიც სისხლძარღვის დახურვის შედეგად ფორმირდება და ამ ცერებრულ იშემიების 1%-ზე მოდის ცერებრული სინუსის თრომბოზები.
ცერებრული სინუს თრომბოზი წარმოადგენს თავის ტვინის სინუსების დახშობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მრავალფეროვანი ნევროლოგიური კლინიკური ნიშნები და ხშირად დიაგნოზის დასმა რთულდება. დაავადება ასაკის მიხედვით უფრო ხშირად ახალგაზრდა ასაკის ადამიანებს ემართება, ხოლო სქესის მიხედვით კი უფრო ხშირად ქალებს, თანაფარდობა ქალებსა და მამაკაცებს შორის ამ მხრივ – 3:1-ზეა.
როგორ ჩნდება ცერებრული სინუსის თრომბოზი?
ხშირად ამის მიზეზი კონტრაცეპტივების და ჰორმონალური პრეპარატების მიღებაა, ასევე ცერებრული სინუსის თრომბოზის მიზეზი შეიძლება გახდეს სხვადასხვა სისხლის დაავადება.
რა რისკები ახლავს ცერებრული სინუსის თრომბოზს?
რისკი საკმაოდ დაბალია. მთავარია დროული დიაგნოსტიკა. სამწუხაროდ, ხშირია საკმაოდ სწრაფი მხედველობის დაქვეითება.
როგორ ხდება ცერებრული სინუსის თრომბოზის დიაგნოსტირება?
ცერებრული სინუსის თრომბოზის გამოვლენა პირველ რიგში ნევროლოგის გასინჯვით ხდება და ასევე MR ვენოგრაფიის ჩატარებით. ეს არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის კვლევა, რომლის დროსაც გამოიყენება კონტრასტი და მისი დახმარებით ხდება ცერებრული ვენების ვიზუალიზაცია.
ცერებრული სინუსის თრომბოზის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს „ნიუ ჰოსპიტალსში“?
პირველადი მკურნალობა მედიკამენტოზურია. ამ დროს ანტიკოაგულანტები ინიშნება. თუ ვხედავთ, რომ ამ პრეპარატებს პირველ 2 დღეში არ აქვთ ეფექტი, შემდეგ იშვიათ შემთხვევაში მივმართავთ ენდოვასკულარულ მეთოდს. რომლის დროსაც ვენოზურ სისტემაში კათეტერით შევდივართ და ხდება ამ დახშული სინუსის – თრომბის მექანიკური დამუშავება და დაშლა, ან სპეციფიკური პრეპარატების შეყვანა, რომელიც თრომბის დაშლას გამოიწვევს. რაც შეეხება პოსტოპერციულ პერიოდს, ის დამოკიდებულია პირველადი სინუსტრომბოზის სიმძიმის ფონზე და პაციენტის პირველად მდგომარეობაზე.
რა პრევენციული ზომები შეიძლება მივიღოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ცერებრული სინუსის თრომბოზები? რას ურჩევთ რისკ-ჯგუფში მყოფ პაციენტებს?
პირველ რიგში ახალგაზრდა ქალებს თუ სურთ კონტრაცეპტივების მიღება, უნდა იცოდნენ, რომ ამ წამლებთან ერთად სიგარეტის მოწევა დიდი რისკია ცერებრული სინუს თრომბოზისთვის, ასევე ახალგაზრდებში რისკის შემცველია ნარკოტიკებისა და ბევრი ალკოჰოლის მიღება.
„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს, კლინიკის ქოლცენტრში წინასწარი ჩაწერით, უფასო კონსულტაცია გაიარონ კლინიკის ნეიროქირურგ ქეთევან მიქელაძესთან