“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე “პარტენოპეის” საწვრთნელ ბაზაზე ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურ გაკვეთილებს უტარებს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კონტე მოთამაშეების ფსიქოლოგიური მხარის ამაღლებაზე ძალიან ბევრს მუშაობს.
“კონტემ საწვრთნელ ცენტრში ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა – “გუნდში არ არსებობს მე, არსებობს მხოლოდ ჩვენ, თუ დიდების მიღწევა გვსურს, მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა ვიფიქროთ”.
კონტემ გუნდ ენთუზიაზმი დაუბრუნა. ანტონიოს წარმატების მიღწევა თავმდაბლობითა და გამარჯვების ჟინით სურს”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 10 ქულით
მეორე ადგილს იკავებს, “პარტენოპეი” მორიგ მატჩს 26 ოქტომბერს, კოპა იტალიაზე, “პალერმოს” წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.