“კონტე კვარაცხელიას პოზიციას მალე შეუცვლის” – რადიო Kiss Kiss Napoli-ის დირექტორი

რადიო Kiss Kiss Napoli-ის დირექტორმა ვალტერ დე მაჯომ გადაცემა Goal-ში განაცხადა, რომ მწვრთნელი ანტონიო კონტე ს პოზიციას შეუცვლის:
“გუშინ ძალიან კარგი რასპადორი ვნახეთ, ის ნახევარდაცვას და თავდასხმას კარგად აკავშირებდა. დარწმუნებული ვარ, დროდადრო კონტე სრულიად ახალს, 4-2-3-1 სქემას გამოიყენებს – ნერესს მარცხნივ და კვარაცხელიას მარჯვნივ. ეს უახლოეს ხანში მოხდება, თქვენ ამას ნახავთ. “ნაპოლის” ჩინებული შემადგენლობა ჰყავს, ერთადერთი დაცვა მაფიქრებს, ვინაიდან რაჰმანისა და ბონჯორნოს პირველი ალტერნატივა რაფა მარინია”.