“ტორინოსთან” მატჩის შემდეგ იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას აქებს, წერენ, რომ ისევ თავის დონეზე იასპარეზა, თამაშს მუდმივად ამწვავებდა და სკოტ მაკტომინეის მიერ გატანილ გოლში მისი წვლილი დიდია. თუმცა, კვარაცხელია მომდევნო შეხვედრაში, ალბათ, ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.
“ნაპოლის” “ლაციოსთან” ზედიზედ ორი დაპირისპირება ელის – 6 დეკემბერს თასის 1/8-ფინალში რომში და 8 დეკემბერს სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში სახლში. მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ როტაციას მიმართავს და “ოლიმპიკოზე” განსხვავებულ სასტარტო შემადგენლობას გაიყვანს.
ნეაპოლური გუნდის სავრაუდო შემადგენლობა “ლაციოსთან” პირველ შეხვედრაში: კაპრილე, დი ლორენცო, რაფა მარინი, ბონჯორნო, სპინაცოლა, ფოლორუნშო, გილმორი, მაკტომინეი, ნგონჟი, სიმეონე, ნერესი.