კონტე: “კვარას” დაბრუნება მნიშვნელოვანია – ნერესი მიხვდა, რომ…

„ჯენოასთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ უპასუხა:
“როდესაც კასტელ ვოლტურნოზე მოვდივარ, მუდამ ბედნიერი ვარ, რადგან ენთუზიაზმით სავსე ფეხბურთელებს ვხედავ. ალესანდრო ბონჯორნოს ჟუან ჟეზუში შეცვლის. ის მარცხენა ცენტრალური მცველია, ამირ რაჰმანისთან ერთად ბევრი შეხვედრა ჩაატარა, კარგად ვარჯიშობს, ჩემი ნდობით სარგებლობს და ამ მხრივ თავს მშვიდად ვგრძნობ.
იქნება თუ არა გენუაში „კვარა“? გუშინ მან ვარჯიში განაახლა, დღეს უფრო თავისუფლად ვარჯიშობდა და ჩვენს განკარგულებაშია. ეს მნიშვნელოვანია. ნერესმა ძალიან მოუმატა, საქმეში გაცილებით უფრო ჩართულია. ეს ბიჭი მიხვდა, რომ გვჭირდება
ფეხბურთელები, რომლებიც შეტევაშიც აქტიურები არიან და დაცვაშიც. იმდენად გაიზარდა, რომ ორივე ფლანგზე ალტერნატივას მაძლევს. მისით ძალიან კმაყოფილები ვართ”.
სერია A-ს მეჩვიდმეტე ტურის დაპირისპირება „ჯენოასა“ და „ნაპოლის“ შორის „ლუიჯი ფერარისზე“ 21 დეკემბერს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.