კონტეს ქანცგამწყვეტი ვარჯიშისას კვარაცხელიამ მოედანი დატოვა

Tutto Napoli იტყობინება, რომ “ნაპოლის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ “ეგნატიასთან” მოგებული ამხანაგური მატჩის მეორე დღეს ფეხბურთელები არ დაასვენა.
კონტემ ნაკრებებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები ჯერ ცალკე ავარჯიშა, თუმცა მთელი გუნდი ძალიან დატვირთა, ბევრი არბენინა და დაღლილი მოედნიდან ექიმის თანხლებით გავიდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საშიში არაფერია, უბრალოდ შვებულების შემდეგ დიდი ფიზიკური დატვირთვების გამო კვარაცხელია გადაიღალა. ისე, წესით შეხვედრის შემდეგ, მწვრთნელს მოთამაშეებისთვის აღდგენის საშუალება უნდა მიეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში