“კონტეს კვარაცხელიას შემცვლელად ამ ფეხბურთელის მოყვანა სურს” – იტალიელი ჟურნალისტი

“ნაპოლის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ, შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “პარტენოპეი” დატოვოს.
იტალიელმა ჟურნალისტმა და წარსულში “ნაპოლის” მედია მენეჯერმა მასიმო სპარნიელიმ, Tifosi Napoletani-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “პარტენოპეის” მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს, ქართველის შემცვლელად “ლივერპულიდან” ფედერიკო კიეზას მოყვანა სურს.
“კვარაცხელიამ “ნაპოლის” ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა მოსთხოვა, თანაც გასულ ზაფხულს “პარი სენ ჟერმენისგან” სარფიანი წინადადება მიიღო, პარიზელები ხელფასის სახით დაახლოებით 10 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. კონტემ მის შემცვლელად ხელმძღვანელობას “ლივერპულიდან” ფედერიკო კიეზას დამატება მოსთხოვა.
კონტე კიეზას დიდი თაყვანისმცემელია”, – განაცხადა სპარნიელიმ.
შეგახსენებთ, და “ნაპოლი”
ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ აღწევენ, ქართველს “პარტენოპეისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში