კონტენტის შექმნის ოთხი მასტერკლასი საქართველოს ბანკისგან Businesscourse.ge-ზე

ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ციფრული მარკეტინგი ბიზნესის მართვის პროცესში მნიშვნელოვანი სტრატეგიული ელემენტი გახდა. ამასთან ერთად, დღევანდელ შრომის ბაზარზეც სწორედ ის პროფესიებია მოთხოვნადი, რომლებიც ციფრულ მარკეტინგს უკავშირდება. შესაბამისად, საკუთარი ბიზნესის მართვა გსურს თუ ფრილანსერობას გეგმავ, წარმატების მიღწევაში კონტენტის შექმნასთან დაკავშირებული უნარები აუცილებლად დაგჭირდება.
იმისთვის, რომ შენი ბიზნესისთვის კონტენტის შექმნა ისწავლო ან ეს ცოდნა დამატებით შემოსავლის წყაროდ აქციო, ციფრული მარკეტინგის ოთხ უფასო მასტერკლასს გთავაზობს. თუ ბიზნესი ახლახან დაიწყე და რესურსები შეზღუდული გაქვს, მასტერკლასები დაგეხმარება, რომ ციფრულ მარკეტინგში პირველი ნაბიჯები თავად გადადგა. მასტერკლასების დასრულების შემდეგ კი გაიცემა სერტიფიკატები, რაც მომავალ ფრილანსერებს განსაკუთრებით გამოადგებათ. აი, კონკრეტულად რას გთავაზობს საქართველოს ბანკის მასტერკლასები: