კონტემ ფეხბურთელებს სიქა გააძრო და პრობლემები შეუქმნა – მასზე ტიფოზები იმედებს ამყარებენ [VIDEO]

Il Mattino-ს ცნობით, მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვარჯიშზე ფეხბურთელები დაღალა და ზოგიერთს პრობლემები შეექმნა. ისინი გათანგულები მოედანზე წამოწვნენ და მასაჟისტებს მუშაობა მოუწიათ. ხვიჩა კვარაცხელიას ზურგის მცირე დისკომფორტის გამო ცოტა ხნით დასვენება მოუწია, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას მარჯვენა ფეხზე სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა, მატეო პოლიტანომ კი ვარჯიშის გაგრძელება ვერ შეძლო.
Areanapoli წერს, რომ გულშემატკივრებს ძალიან მოსწონთ კონტე, იმედიანად არიან განწყობილი, გუნდის მთავარ “მოთამაშედ” მიიჩნევენ და სოციალურ ქსელებში მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებენ: “არც “კვარა” და არც ოსიმენი, მოდით, გვერდში დავუდგეთ მისტერს, რომელიც ყველაფერს საუკეთესოდ გააკეთებს”;
“უბრალოდ ფენომენალურია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”; “მიდი, ანტონიო, ჩვენ შენთან ვართ”.
დღეს დილით “ნაპოლის” ორი ვარჯიში აქვს, რის შემდეგაც კონტე ოთხ ფეხბურთელთან ერთად “ტიფოზებს” შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში