კონტემ ოსიმენის შესახებ გააკეთა კომენტარი

„ვერონასთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვიქტორ ოსიმენზე დასმულ კითხვაზე უპასუხა.
„მე არ ვლაპარაკობ ფეხბურთელებზე, რომლებიც შემადგენლობაში არ არიან. სიტუაცია 100%-ით დამოკიდებულია კლუბსა და მოთამაშეზე. ამ ისტორიის დეტალებს არ ჩავუღრმავდები, რადგან იქამდე დაიწყო, ვიდრე მე გუნდს ჩავუდექი სათავეში“, – ციტირებს კონტეს სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსიმენი შეიძლება „ჩელსის“ რომელუ ლუკაკუში გაუცვალონ, მაგრამ მხარეები ფინანსურ საკითხებზე ვერ მორიგდნენ.