“კონტემ “ნაპოლისთან” ხელშეკრულება გააფორმა” – იტალიელი ჟურნალისტი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

იტალიელი ჟურნალისტის მასიმო სპარნელის ინფორმაციით, ანტონიო კონტე სეზონის დასრულების შემდეგ “ნაპოლის” ჩაიბარებს.
როგორც სპარნელიმ Tele A-სთან ინტერვიუში განაცხადა, “იუვენტუსისა” და “ჩელსის” ყოფილმა თავკაცმა “პარტენოპეისთან” კონტრაქტი უკვე გააფორმა.
“რამდენიმე კვირის წინ დავწერე, რომ “ნაპოლის” იტალიანო ჩაიბარებდა, თუმცა შევცდი…
კონტეს შესახებ ინფორმაცია ტურინიდან მივიღე, ჩემმა მეგობარმა, რომლის სახელსაც არ ვიტყვი, თუმცა ძალიან სანდოა, დამირეკა და მითხრა, რომ კონტემ “ნაპოლისთან” ხელშეკრულება გააფორმა.
რატომ დათანხმდა ანტონიო დე ლაურენტისის წინადადებას? მან იცის, რომ “პარტენოპეი” ერთადერთი იტალიური კლუბია, რომელსაც ფულის დახარჯვა შეუძლია, კონტემ კლუბის პრეზიდენტისგან გარანტიები
მიიღო”, – განაცხადა სპარნელიმ.
შეგახსენებთ, კონტე ბოლოს “ტოტენჰემს” წვრთნიდა, სხვადასხვა დროს კი “არეცოს”, “ბარის”, “ატალანტას”, “სიენას”, “იუვენტუსს”, იტალიის ნაკრებს, “ჩელსისა” და “ინტერს” წვრთნიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში