კონტემ კვარაცხელიას შემცვლელი უკვე შეარჩია

SportItalia-ს ჟურნალისტები ალფრედო პედულა და მიკელე კრიშიტელო იტყობინებიან, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელი შეარჩია.
ის „მანჩესტერის“ 20 წლის გარემარბი ალეხანდრო გარნაჩოა, რომლის შეძენა ნეაპოლურ კლუბს დაახლოებით 50 მილიონი ევრო დაუჯდება. მას თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
მიმდინარე სეზონში გარნაჩომ პრემიერლიგის 19 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ალეხანდრო მადრიდშია დაბადებული, „ატლეტიკოს“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, „იუნაიტედში“ კი 2020 წელს გადავიდა. იყო ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ხოლო შემდეგ არგენტინის ეროვნულ გუნდში ასპარეზობის
გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ღირსება 8 შეხვედრაში დაიცვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში