“კონტემ კვარაცხელიასთან დაკავშირებით გეგმა გაამხილა – პსჟ-ის საშიშროება უნდა გამოირიცხოს” – იტალიური მედია

დღეს ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ანტონიო კონტეს “ნაპოლის” მწვრთნელად 5 ივნისს გამოაცხადებენ, არ გამოდგა სიმართლე. areanapoli-ს ცნობით, კონტე ოთხშაბათს ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტის რომში შეხვდება და მოთხოვნებს წაუყენებს: სამწლიანი კონტრაქტი პლუს ბონუსები, თავის საქმეებში ჩაურევლობა, ჯოვანი დი ლორენცოს და ს დატოვება, აგრეთვე ცენტრალური მცველის, ნახევარმცველის და ვიქტორ ოსიმენის შემცვლელის შეძენა.
მას უნდა გუნდი 3-4-3 ტაქტიკური სქემით ათამაშოს, მარიო რუის გასხვისებას, მის ნაცვლად კი “ლეჩეს” 19 წლის მცველის პატრიკ დორგუს გადაბირებას აპირებს. ოსიმენის შემცვლელად ჯონათან დევიდის (ლილი),
არტიომ დოვბიკის (ჟირონა) და რომელუ ლუკაკუს (რომა) კანდიდატურებს განიხილავენ.
აღნიშნულია, რომ ანტონიოს სურს ყველას დაანახოს, რისი გაკეთება შეუძლია, რასაც მთელი კარიერის მანძილზე ახერხებდა, დე ლაურენტისისგან სრულ კარტ-ბლანშს მოითხოვს და მალე ახალ “ნაპოლის” ვიხილავთ.
“ტუტოსპორტი” წერს, რომ კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა კვარაცხელიას პოტენციურად მთელ მსოფლიოში საუკეთესო გარემარბად მიიჩნევს, ამ კვირაში ფეხბურთელის აგენტს მამუკა ჯუღელს შეხვდება და ხელფასის 5.5 მილიონამდე გაზრდას შესთავაზებს, რათა პსჟ-ში ხვიჩას გადასვლის საშიშროება საბოლოოდ გამოირიცხოს. მანას სურვილია ხელშეკრულებაში შევიდეს პუნქტი, რომლის მიხედვით ქართველის გამოსასყიდი ფასი 150 მილიონი იქნება.