“კონტემ დაკარგა ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მარტო იგებდა” – პანდევმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა გორან პანდევმა, Il Mattino-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა.
“ვინ მოიგებს სკუდეტოს? იმედი მაქვს, წინ საინტერესო დაპირისპირებებს ვიხილავთ და ინტრიგა ბოლო ტურამდე შენარჩუნდება, ვისურვებდი, რომ ჩემპიონატი “ინტერმა” ან “ნაპოლიმ” მოიგოს, თუმცა “ატალანტას” ჩამოწერაც არ შეიძლება, “ბერგამოელები” ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, მთელ ძალებს სერია A-სკენ მიმართავენ.
კონტემ ნებისმიერ შემთხვევაში ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარა და ის უკვე გამარჯვებულია. ანტონიოს უამრავი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს და კვარაცხელიას სახით გაყიდეს ფეხბურთელი, რომელიც მატჩებს მარტო იგებდა, ალბათ, კონტეს იმედი ჰქონდა, რომ “ნაპოლი” ქართველის გასხვისების შემდეგ სატრანსფერო
ბაზარზე იაქტიურებდა, მაგრამ “პარტენოპეიმ” მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დამატებაზე უარი თქვა, რაც ამ კლუბისთვის დამახასიათებელია”, – განაცხადა პანდევმა.
შეგახსენებთ ჩრდ. მაკედონიელი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს “ლაციოს”, “ინტერის”, “ნაპოლისა” და “გალათასარაის” ღირსებას იცავდა.