კონტემ არასასურველი ფეხბურთელების გაშვებაც დაიწყო – ოსტიგორი ჩემოდნებზეა და ახალი გუნდიც უკვე იპოვა

კონტემ არასასურველი ფეხბურთელების გაშვებაც დაიწყო – ოსტიგორი ჩემოდნებზეა და ახალი გუნდიც უკვე იპოვა
Sky Italia-ს ინფორმაციით, “ნაპოლის” 24 წლის ნორვეგიელი მცველი ლეო ოსტიგორი, დიდი ალბათობით, კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ “რენში” განაგრძობს.
ფეხბურთელი “პარტენოპეის” ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და მას უკვე შეატყობინა, რომ წასვლა შეუძლია.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, “რენთან” მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია, ფრანგები 7 მილიონ ევროს იხდიან და ნორვეგიელს კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე სთავაზობენ.
შეხსენებისთვის, “ნაპოლიმ” ოსტიგორი 2022 წელს “ბრაიტონიდან” 5,5 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ ხნის განმავლობაში მან ჯამში “პარტენოპეიში” ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში