კონსულტაციები უნდა გავიაროთ სემეკთან, როგორ შეიძლება მოხდეს ხელფასების გადახედვა, – ამის შესახებ კომპანია “სოკარში” bm.ge-ს განუცხადეს.
კომპანიის ინფორმაციით, ტარიფის დადგენის დროს სახელფასო ფონდს სემეკი ადგენს და ამ ტარიფის გადახედვა 5 წელიწადში ერთხელ ხდება, ეს ვადა კი 2028 წელს უწევს. თუმცა კომპანიაში ისიც გვითხრეს, რომ “სოკარი” “სემეკთან” კონსულტაციებს გეგმავს, კიდევ რა შესაძლებლობა შეიძლება იყოს განხილული.
“ჩვენი დირექტორი ადგილზე იყო ჩასული [გაფიცულებთან] და დაბრუნდება თუ არა დაიწყებს კონსულტაციებს სემეკთან. ჩვენ რეგულირებადი საწარმო ვართ და ჩვენი ყველა ხარჯი გათვალისწინებულია ტარიფში. ტარიფის დადგენის დროს სახელფასო ფონდს სემეკი ადგენს და ეს ტარიფი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ გადაიხედება ხოლმე, ასე შუა პერიოდში გადახედვა არ ხდება, ანუ 2027 წელს უნდა გადახედონ რომ 2028 წლის ტარიფი დაადგინონ. სემეკითან კონსულტაციები უნდა გავიაროთ რომ იმათგანაც გავიგოთ ამის რა შესაძლებლობაა.
ამასთან კომპანიის შიგნითაც თუ რაიმე რესურსია ამის [ხელფასების ზრდის] ამასაც გადახედავენ, მაგრამ ძირითადად კონსულტაციები უნდა გავიაროთ სემეკთან “, – გვითხრეს “სოკარში”.