მოკლედ
· 24 აგვისტოს საქართველოში აღინიშნება კონსტიტუციის დღე, რომელიც 1995 წელს მიიღეს.
· 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს, რაც კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევად შეფასდა.
· ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება გაიხსენა და ამ კონტექსტში საერთაშორისო პარტნიორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები „კონსტიტუციის შეურაცხყოფის“განზრახვაში დაადანაშაულა.
24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. 1995 წლის ამ დღეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა ე.წ. იმელის შენობაში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.
