კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი – შალვა პაპუაშვილი

კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი –
საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა აღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო ს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს დაადასტურებს, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით გადაყენებას შეძლებს.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა მიმდინარე წელს ისედაც ეწურება, ამიტომ, იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას, უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს, ვინაიდან, არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დარჩეს.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.
როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვით შეიკვეცება. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა.
არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალში ამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე