კონსტანტინ ზატულინი: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად დამოუკიდებლობას არ გაწირავენ.
არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა ოსებისთვის, სააკაშვილის აგრესიის გამო 2008 წელს. ეს გაკეთდა არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ძირითადად შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო.
ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. და სამხრეთ ოსეთი საქართველოს არ დაუბრუნდება. არ მოახდენს გავლენას რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე და არ მოახდენს მათზე ზეწოლას, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. რაიმე გეგმა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას შეცვლის, არ არსებობს და არც იარსებებს.