კონსტანტინე ჩახუნაშვილის კითხვა ლევან რატიანს

ექიმი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი, ლევან რატიანს პასუხობს:
ბატონ ლევან რატიანს (ვერ მოვთაგე და გააზიარეთ იქნებ მივიდეს მასთან) შეუცხადნია, რომ პოლიტიკური დისკურსი არ უნახავს სამეცნიერო ნაშრომში და პირველად ნახა.
ბატონო ლევან, აგერ 4 შრომა, 4-ივე Q1 ჟურნალში და ოთხივეს თანაავტორი/ავტორი ვარ მე:
თქვენ რომ არ გაგიგიათ, ეგ არაფერს არ ნიშნავს.
ასევე კითხვა Q1 დონის ჟურნალში კვლევა როდის გამოაქვეყნეთ ბოლოს?

ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით- განაცხადა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა BBC-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ, რომ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

ლევან რატიანის შეფასებით სტატია საექიმო საქმიანობის პრინციპებს არღვევს და ამბობს, რომ ამის შესახებ ყველა ექიმმა „ხმა უნდა ამოიღოს“.

„ამდენი წელია ში ვარ და არა ერთი სტატია წამიკითხავს და არა ერთი სტატიის ავტორი ვარ. ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევაა, სადაც ვნახე, რომ სამეცნიერო სტატია იწყება პოლიტიკური მიმოხილვით. ეს ნონსენსია ში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, რომ ეს რაიმე მეცნიერებაზეა დაფუძნებული. სამედიცინო საზოგადოება ორ კანონს ემორჩილება. პირველი, ეს არის მორალი და მეორე ეს არის რეგულირება. ამ მიმოხილვას, რაც გინდათ ის დაარქვით, მე ვერ დავარქმევ ვერც შრომას, ვერც აღწერას და ასე შემდეგ, საექიმო საქმიანობის ორივე პრინციპი დარღვეულია. ჩემს სახელმწიფოში როცა ეს ხდება, ალბათ ყველა ექიმმა ხმა უნდა ამოიღოს ამის შესახებ“-განაცხადა ლევან რატიანმა.