კონსტანტინე ნაცვლიშვილი: როცა სხვა ქვეყნის კულტურას (ამ ბოლო დღეებში საფრანგეთს) ვაკრიტიკებთ, მანამდე სჯობს შევხედოთ …

“როცა სხვა ქვეყნის კულტურას (ამ ბოლო დღეებში საფრანგეთს) ვაკრიტიკებთ, მანამდე სჯობს შევხედოთ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას. ქართული კულტურის დღევანდელობის აღსაქმელად პასუხი გავცეთ რამოდენიმე კითხვას.
1. რამდენი კინოთეატრია საქართველოში?
არსებული კინოთეატრებიდან რომელი აჩვენებს საავტორო ფილმებს?
2. რამდენი ორკესტრი ყავს საქართველოს?
როგორია ამ ორკესტრების რეპერტუარი?
კვირაში რამდენი პროფესიული მუსიკის კონცერტი ტარდება საქართველოში? თბილისში?
3. რამდენი ოპერა აქვს საქართველოს და რა სიხშირით იმართება საოპერო სპექტაკლები?
4. საქართველოში ძალიან ბევრი თეატრია. ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომელმა სპექტაკლმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება? (საერთაშორისო ფესტივალების მიერ თავად გაკეთებული სავალდებულო დადებითი რეცენზიები არ ითვლება).
5. რამდენ ფილმს იღებს საქართველო წელიწადში?
6. სად შეიძლება ნახოს დაინტერესებულმა ადამაინმა თანამედროვე ქართული ფილმები ან ქართული კინო-მემკვიდრეობა დიდ ეკრანზე?
7. რამდენი შენობაა საქართველოში, რომლებშიც შენარჩუნებულია ძველი ინტერიერი?
8. რომელი ქვეყნების არქიტექტურის მიბაძვით შენდება საქართველოში დღევანდელი შენობები?
9. ქართული ესტრადის რომელ წარმომადგენელს იცნობენ მსოფლიოში?
10. როგორია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება მსოფლიოში აღიარებული თბილისის კლუბური კულტურისადმი? ვისაც არ მოწონს რა ალტერნატივა გააჩნია სახელმწიფოს მხრიდან?
11. მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში რა სიხშირით ტარდება ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი გამოფენები.
12. ბოლოს როდის ნახეთ კრანახის და კანდისკის ნამუშევრები თბილისის ხელოვნების მუზეუმებიდან?
13. რა მდგონარეობაა სვანეთის მოხატულ და საგანძურიან ტაძრებში და ბოლოს როდის ჩაუტარდა რეზტავრაცია კედლის მხატვრობას ან ხატებსა და საეკლესიო ინვენტარს?
14. სად არის შესაძლებელი ქართული არქეოლოგიის ფართემასშტაბიანი გამოფენის ნახვა?
15. სად არის შესაძლებელი ქართული მხატვრობის ისტორიის (შუა საუკუნეებიდან არდამდე) ამსახველი გამოფენის ნახვა?
16. გუდიაშვილი უფრო მნიშვნელოვანი მხატვარია თუ კაკაბაძე?
17. ვინ არის პასუხისმგებელი ქართული ანბანისთვის კომპიუტერული შრიფტების დამზადებაზე?
18. საბავშვო სალიტერატურო ჟურნალი დილა თუ იცით სად და რა პირობებშია? ან არსებობს თუ არა საერთოდ?
19. ლაღიძის წყლები რატომ ჩავაგოიმეთ? რუსთაველზე რატომ ვერ ვუბრუნებთ მას შენობას, რომელიც აშკარად ძალით ჩამოართვეს ლაღიძეების ოჯახს?
20. სად იყიდება ქართული ტანსაცმელი?
21. სად შეიძლება შეიძინოს ადამიანმა ქართული აბრეშუმი?
22. სად შეიძლება ქართული თანამედროვე (მართლა თანამედროვეს ვგულისხმობ) სამკაულის შეძენა?
23. დედაქალაქის საკრებულოს შენობის ქვეშ არსებული მაღაზიებიდან, რომელი წარმოაჩენს თბილისის კულტურას ან კულტურულ პროდუქტს?
24. რომელი ქვეყნის ნაწარმი ავეჯი და საოჯახო ნივთები იყიდება საქართველოში?
25. რამდენი ქართველი მხატვარი იყიდება საერთაშორისო აუქციონებზე და როგორია მათი ფასები სხვა ქვეყნების ხელოვნების ნიმუშებთან მიმართებაში?
26. რა ფერის მანქნები მოძრაობს ძირითადად საქართველოში?
27. რა მცენარეებია დამახასიათებელი ისტორიულად საქართველოს ქლაქებისთვის და ბოლოს როდის დაირგო ისინი?
28. რამდენი ღია საცურაო აუზია საქართველოში / თბილისში?
29. რატომ არის ძალისმიერი სპორტი განვითარებული საქართველოში?
30. საქართველოს რამდენ ქლაქში არის შესაძლებელი ტანგოს შესწავლა? (ტანგო მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაა.
31. რამდენი სამკერვალო ატელიეა საქართველოში? თბილისში?
32. რომელი ქვეყნის ქსოვილი იყიდება ძირითადად საქართველოში?
33. რამდენი სანკინძველოა თბილისში? საქართველოში?
34. რამდენ ადგილას მზადდება ხელით ხის ჩარჩოები ნახატებისთვის საქართველოში?
35. რამდენ უცხოურ სამეცნიერო წიგნს ყიდულობს საქართველო ყოველწლიურად?
36. ბოლოს როდის იყავით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში? და რა გამოფენა იხილეთ?
37. როგორია ქართული ტრადიციული რელიგიური სამოსი და სამღვდელო თავსაბურავი? რომელ ეკლესიაში მოსავთ მღვდეკთმსახურებს ქართული საეკლესიო სამოსი?
38. რიგორია ქართული ფუტკრის მდგონარეობა? რა არის ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორი მეფუტკრეობის განვითარებისთვის ქვეყანაში?
39. ვინ ზრუნავს ქართული ყველის ხარისხზე?
40. როგორ არის დაცული საქართველოში ქართული ტრადიციული სამზარეულო? და სად შეიძლება თბილისში (და რამდენ რესტორანში) ნამდვილი ქართული კერძების გასინჯვა?
41. როგორია ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობა და ასევე რა ინტენსივობით ხდება ლიტერატურული ნაწარმოებების ხელახალი სამეცნიერო გადააზრება? და რამდენად ხელმისაწვდომია იგი? იგივე ეხება მსოფლიო ლიტერატურულ მეკვიდრეობას.
42. როდის გამოიცა ბოლოს ქართული ენციკლოპედია?
43. ბავშვებისთვის როგორია კულტურული და შემეცნებითი შეთავაზებები საქართველოს მასშტაბით?
44. ბოლოს როდის შეიქმნა სახელმწიფოს შეკვეთით, რომელიმე ქართველი მწერლის ან საზოგადო მოღვაწის თანამედროვე პორტრეტი?
45. რამდენი კულტურული ღონისძიება ტარდება დღეში თბილისში? კვირაში? თვეში?
46. რა არის ქართული ეროვნული სუვენირი? და რანდენად მრავალფეროვანია იგი?
47. რა არის საქართველოს სიმბოლური მცენარე? ყვავილი? ფრინველი? ცხოველი?
48. რომელი წმინდანებია საქართველოს ძირითადი ქალაქების მფარველი? და რანდენად არის ასახული იგი რომელიმე კონკრეტული ქალაქების სიმბოლიკაში? ქუჩებში?
49. რომელი ქართული შენობაა საქართველოს სიმბოლო და გააჩნია საერთაშორისო აღიარება?
50. რომელი მთაა საქართველოს მთავარი მთა და რამდენად ცნობილია იგი მსოფლიოში?
51. რომელი ბუნებრივი ლანდშაფტი არის საქართველოს სახე მსოფლიოში? და რამდენად იცნობენ მას?
52. ქართული კულტურიდან რომელი პიროვნებაა ყველაზე ცნობილი ქართველი მსოფლიოში? ვისაც ყველა იცნობს?
53. რამდენად იცნობთ ახალგაზრდა, თანამედროვე არტისტებს საქართველოში? და როგორ ზრუნავს სახელმწიფო მათი საერთაშორისო აღიარებისთვის? და ვის იცნობენ საქართველოში მცხოვრები თანამედროვე ქართველი არტისტებიდან მსოფლიოში? მწერლებს?
54. რა სიხშირით მონაწილეობენ საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში უცხოეთში მცხოვრები ქართველი არტისტები? და რამდენად ხელმისაწვდომია მათი შემოქმედება ქართული პუბლიკისთვის?
55. საქართველოს რა ხელოვნების ნიმუში გამოხატავს ყველაზე უკეთ? რამდენად იცნობენ მას მსოფლიოში?
56. რომელი ქართველი კომპოზიტორები იცით 60-იანი წლებიდან დღემდე და სად შეიძლება მათი მუსიკის მოსმენა? საერთოდ ქართული პროფესიული მუსიკის მოსმენა?
57. სად არის თბილისში ისტორიული საცხობი და რომელი ტკბილეულია დამახასიათებელი თბილისისთვის?
უსასრულოდ შეიძლება ამ კითხვების გაგრძელება…
მსგავს კითხვებს ნებისმიერი კულტურული ქვეყნის წარმომადგენელი დაუფიქრებლად უპასუხებს.
ეს არის განსხვავება თანამედროვე საქართველოსა და თანამედროვე ქართველებსა და კულტურულ ქვეყნებსა და მის მოქალაქეებს შორის,” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ