კონსტანტინე ზარნაძე – ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დედაქალაქში მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი შემართებით გაგრძელდება

ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დედაქალაქში მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი შემართებით გაგრძელდება – ამის პირობას გაძლევთ, – განაცხადა დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, ოპოზიციის წარმომადგენლები ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებდნენ, მაშინაც საუბრობდნენ, რომ ეს პარტიული ბიუჯეტი, და მასში ქალაქისთვის საჭირო პროექტები ასახული არ არის.
„მოსახლეობამ კარგად დაინახა 2023 წელს რამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა დედაქალაქში და ეს პროცესი მომდევნო წელსაც გაგრძელდება. ყველა პროექტის განხორციელების საკითხში, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს მოსახლეობა ჩართული და ინფორმირებულია“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, ერთადერთი და უალტერნატივოა.
„ავტობუსის ზოლი ბერლინში 1970 იან წლებში დაიხაზა. ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ ავტობუსის ზოლის არსებობა ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო. როდესაც მ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო, თბილისი უკვე შემდგარი, ჩამოყალიბებული, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობილი ქალაქი იყო და ასეთ პირობებში, დამერწმუნეთ, ასჯერ უფრო რთულია მსგავსი რეფორმის განხორციელება“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
მისივე თქმით, ყველაფერი ეტაპობრივად მოგვარდება და საბოლოო ჯამში თბილისი გამართული სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგს დაინახავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის