კონსტანტინე ზარნაძე – ქალაქში არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული მოსახლეობის საწინააღმდეგოდ

„ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მოვუწოდებ, კეზერაშვილის ქონებას გადახედონ, თქვან, საიდან დააგროვა წლების განმავლობაში ამდენი მილიონი. მან გაძარცვა ქართული ჯარი და ამ ნაძარცვი ფულით საზღვარგარეთ წავიდა. მის დაქვემდებარებაში ხართ თქვენ და თქვენი პარტიული ტელევიზიაც, სადაც ს ქველმოქმედებას ასაღებენ როგორც, ცუდად გაკეთებულ საქმეს, – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ურბანულ კომისიაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ოპოზიციას მშენებლობების დეტალები არ აინტერესებს. მისივე თქმით, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებასთან დაკავშირებით არანაირი შინაარსობრივი შენიშვნა არ გააჩნიათ, უბრალოდ, არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ პროექტს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს.
„ბოლოს მინდა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას შევეხო. ჩავწერე ვიდეო, რომელშიც ავხსენი, თუ როგორ მიდიოდა სამუშაოები და რა პროცედურებია გასავლელი. უამრავი ტროლი შემოესია ჩემს გვერდს. როგორ მუშაობთ, ან რატომ ცდილობთ ადამიანებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდოთ?! მინდა ჩემს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ქალაქში არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული მოსახლეობის საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა კონსტანტინე ზარნაძემ.
მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი სიკეთე აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული. სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული“.
აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს