კონსტანტინე ზარნაძე – ახალგაზრდებისთვის იმაზე უფრო არატრენდული არაფერია, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანება

ახალგაზრდებისთვის იმაზე უფრო არატრენდული არაფერია, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზვიად კუპრავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ახალგაზრდებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანებისკენ მოუწოდა.
კონსტანტინე ზარნაძემ ამ განცხადებას სასაცილო უწოდა და განაცხადა, რომ ახალგაზრდებისთვის იმაზე უფრო არატრენდული არაფერია, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანება.
კონსტანტინე ზარნაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ტყუილად აქვს იმედი, რომ მათი პარტიის რიგებს ახალგაზრდები შეავსებენ.
„რა ნამუსით ეძახით ახალგაზრდებს პარტიაში, რომლის იდეური ლიდერიც ა? ახალგაზრდების დაძახება თქვენს პარტიაში, რომლებსაც კარგად უჭრით გონება, დაკეტილ კარზე კაკუნია. შეიძლება ახალგაზრდამ რაღაცაზე პროტესტი გამოხატოს, მაგრამ ის, რომ ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გახდნენ, ეს წარმოუდგენელია“ , – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვუწოდებთ საზოგადოებას, სპეციფიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა პიროვნული მახასიათებლის არსებობის შემთხვევაში, მოგვაწოდონ ინფორმაცია, რასაც მივიღებთ მხედველობაში შედარებით მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის სახით