“ნამდვილად, დიდი სიხარულის მომტანი აღმოჩნდა ფეხბურთის ეს ფინალი. “ხვიჩა” მეგრულად “ელვარეს” ნიშნავს, “ხვიჩა მურიცხი” კი ელვარე ვარსკვლავს. ხალხური ლექსის მიხედვით ვარსკვლავები ჩვენი დები და ძმები არიან. სწორედ ასეთი იყო დღევანდელი მატჩის ერთ-ერთი გმირი.
ხვიჩამ თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია არამარტო გამორჩეული ტალანტით, არამედ შრომით, უდიდესი ნებისყოფით და დისციპლინით. როგორც არაერთხელ, მან ითამაშა სრულიად გაწონასწორებული ფეხბურთი ინდივიდუალიზმსა და გუნდურობას შორის. ამ გამარჯვებას გილოცავთ ყველას!” – წერს კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „ინტერთან”, “პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 5:0 მოიგო. მატჩის ერთ-ერთი, მე-4 გოლი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.