: ავადახსენებელი 1991-1992 წლების პუტჩიდან წელიწადი არ გავა, რომ ქართული მწერლობის კლასიკოსზე, კონსტანტინე გამსახურდიაზე რაღაც საზიზღრობა და ფეიკი არ გაავრცელონ

 მეცნიერი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, :
ავადახსენებელი 1991-1992 წლების პუტჩიდან წელიწადი არ გავა, რომ ქართული მწერლობის კლასიკოსზე, კონსტანტინე გამსახურდიაზე რაღაც საზიზღრობა და ფეიკი არ გაავრცელონ. იგი 50 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ არ არსებობს ბუნებაში ქართველი მწერალი, ვიზეც გარდაცვალებიდან 50, 100, 200 წლის ან მეტი ხნის შემდეგ ასეთ “ჩიტობებს” ტირაჟირებდნენ, როგორსაც ქვემოთ წაიკითხავთ.
სტილი ბულვარულზე ერთი ან ორი საფეხურით დაბლაა – “უწოდა”, “თქვა”, არანირი მითითება, სად, რომელ წიგნში, წერილში ან ტომში, რა კონტექსტში ითქვა და ა.შ. კაგებისტურ-ჩეკისტური ნარატივები კვლავ მუშაობს (ან უფრო ამუშავებენ) და ჩვენს შემდგომ თაობებშიც სავარაუდოდ გაგრძელდება. საამისო ხალხი დასახიჩრებულ საქართველოში რეკრუტირებისთვის მოიძებნება. არ ვიცი, ვინ მართავს ამ გვერდს, მაგრამ აბუეტმა “მმართველმა” წაშალა ჩემი კომენტარები – არც აწყობდა და არც ეამა. ისიც კი წაშალა, როდესაც მივუთითე, რომ მხოლოდ კონსტანტინე არ გადარჩენილა იმ წლებში – არამედ გალაკტიონიც, ლეონიძეც, გრიშაშვილიც, (არათუ გადარჩნენ, აკადემიის ნამდვილ წევრებადაც კი აირჩიეს) რუსეთში ახმატოვა, პასტერნაკიც და ბულგაკოვიც.
ამ ერთი შეხედვით უწყინარ პოსტს შესაძლოა რაიმე კავშირი ჰქონდეს ჰიბრიდულ ომთან? პირდაპირი კავშირი არა, უფრო იმისთვისაა, რომ ქართული საზოგადოება ვერაფერზე ვერ შეთანხმდეს და ასეთი ათეულობით საკითხია. კომენტარებში აქა-იქ ისეთი პირებიც ჩანან, ვისაც თვალით არ უნახავს ცოცხალი კონსტანტინე, ის შესაძლოა, ათწლეულების შემდეგ იყოს დაბადებული, თუმცა წერს, როგორც პირადი მტერი. (გასაოცარი ფენომენია, თავისთავად) აქვე მახსენდება იოანე პეტრიწი, ჩვენი დიდი ფილოსოფოსი – ქართველები ორი მიზეზის გამო მიპირისპირდებოდნენო , ერთი იმიტომ, რომ უვიცები იყვნენო, მეორე იმიტომ, რომ არ იცოდნენ, რომ უვიცები იყვნენო.
ცნობისთვის, მიხეილიც და კონსტანტინეც, ორივე “აკადემიურ ჯგუფში” იყო გაერთიანებული. მიხეილი თავმჯდომარეობდა “მთვარის მოტაცების” განხილვას 1934 წელს, რომელიც თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა. ქეთევან ჯავახიშვილი იგონებს, როდესაც მამა დახვრიტეს, კონსტანტინე ერთადერთი მწერალი იყო, ვინც ნუგეშის სათქმელად ჩვენთან დადიოდაო.