კონსერვატორიაში, კლასიკური მუსიკის საღამოზე, მუსიკოსის და კომპოზიტორის ლიზა ჩხაიძის საავტორო სიმფონიური ნაწარმოები შესრულდება

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის საღამოზე, ბერკლის კოლეჯის კურსდამთავრებულის, მუსიკოსის, არტისტის და კომპოზიტორის ლიზა ჩხაიძის საავტორო სიმფონიური ნაწარმოები orchestral No.1 შესრულდება.
როგორც ლიზა ჩხაიძე განმარტავს, ის განსაკუთრებულად ელოდება მის დებიუტს თბილისის კონსერვატორიაში.
“ჩემთვის მუსიკა გამოხატავს ემოციას, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ეს ის მომენტია, როცა მინდა რამის თქვა, მაგრამ სიტყვებით ვერ ვხსნი და ამას მხოლოდ მუსიკით ვახერხებ. Berklee – ის წარმატებით დამთავრება მეამაყება, ახლა კი განსაკუთრებით ველოდები ჩემს დებიუტს თბილისის კონსერვატორიაში” – ამბობს ლიზა ჩხაიძე.
კლასიკური მუსიკის საღამოს უდირიჟორებს მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი. საღამოზე შესრულდება მოცარტის 39-ე სიმფონია, იოსებ ბარდანაშვილის “იმიჯი”, ჯიმშერ ჩხაიძის ნაწარმოებების პრემიერა: შესავალი “მეფე დავითის ოპერიდან”, არია გუნდთან ერთად “მეფე დავითის ოპერიდან” და მხედრული.
ღონისძიებას არანჟირებას გაუწევენ: ედუარდ ისრაელოვი, ავთო მამაცაშვილი, გიორგი აფრიამაშვილი. კლასიკური მუსიკის საღამო 13 ოქტომბერს, 18:00 საათზე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიული სიწმინდეების მოვლა-პატრონობას და დაცვას – მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დიდებული შენაძენით გაამდიდრა კულტურული მემკვიდრეობა