კონსეისაოს გადაწერილი ისტორია – პორტუგალიელი მწვრთნელის ყველაზე სწრაფი ტიტული “მილანში”

იტალიის სუპერ თასის ფინალში “მილანმა” თანაქალაქელი “ინტერი” 3:2 დაამარცხა და ბრწყინვალე სტილში მორიგი ტიტული მოიპოვა.
ამ გამარჯვებით წყალობით “როსონერის” ახალი დამრიგებელი სერჟიო კონსეისაო კლუბის ისტორიაში შევიდა.
ის გახდა “მილანის” პირველი მწვრთნელი, რომელმაც გუნდში ტიტული ყველაზე მოკლე ვადაში მოიგო. მისთვის “ლომბარდიელთა” მესაჭის რანგში ეს მხოლოდ მე-2 მატჩი გახლდათ და მთავარ მწვრთნელად სულ 8 დღეა რაც მუშაობს.
წინა რეკორდი ვინჩენცო მონტელას ეკუთვნოდა, რომელმაც “მილანს” ტიტული 18-მატჩიანი ხელმძღვანელობის შემდეგ მოაგებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში