კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევას აწარმოებს

კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევას აწარმოებს.
საქმე მედიკამენტების შესყიდვისა და გაყიდვის არასამართლიანი ფასის დადგენას ეხება.
აღნიშნულ თემაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ისაუბრა, სადაც ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის მიხედვით, საუბარია შემდეგ 14 მედიკამენტზე: ოფლაბ – ოზი, იორილი – 10, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ადაზალ ნეო, არიპრადა, ზინასენი, ლორნიკუსი, ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი, ტრეპარინი.
როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, საუბარია 200%-იან და მეტ ფასნამატზე.
მისივე ინფორმაციით, მოკვლვის შედეგი სექტემბერში გახდება ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია