კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებებზე სასამართლოში 24 მიმდინარე დავაა

გასულ წელს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლო დავების რაოდენობა გაიზარდა.
სააგენტოს წლიური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით, სხვადასხვა ინსტანციაში, 24 მიმდინარე სასამართლო დავაა სააგენტოს მიერ მიღებულ 22 გადაწყვეტილებაზე. მაშინ, როდესაც 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, სასამართლოში 16 დავა იყო, 14 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.