კონკურენციის სააგენტომ tkt.ge-ის მომხმარებელთა სერვისის გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა მისცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ბილეთების ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს „თინეთთან“( www.tkt.ge) პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა.
GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
-გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
-მომხმარებელს ქართულ ენაზე, მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს ინფორმაცია ვებ-გვერდზე www.tkt.ge განთავსებული მომსახურების თაობაზე, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ღონისძიებაზე შეზღუდული ხილვადობის სტატუსის ადგილების შესახებ.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა – სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
ინფორმაციისთვის: 2024 წლის შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 502 განაცხადი დაფიქსირდა. 114 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 52 დარღვევის ფაქტი. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 27 მოვაჭრეს – 35 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში – 22 312 ლარი.