კონკურენციის სააგენტომ “კავეა” და TKT.GE დააჯარიმა – სანქციის ჯამური ოდენობა 1 600 000-ზე მეტია

კონკურენციის სააგენტომ “კავეა” და TKT.GE დააჯარიმა – სანქციის ჯამური ოდენობა მილიონ 600 000-ზე მეტია.
“კავეას” მილიონ 120 000 ლარი, ხოლო შპს “თინეთს”, რომლის 100% წილის მფლობელი “ს” საბანკო ჯგუფია და რომელიც TKT.GE-ს ფლობს – 544 000 ლარი დაეკისრათ.
მოკვლევის შედეგად, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული “სადისტრიბუციო კომპანიას” და “თინეთს” შორის ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების რეალიზების უფლებას მხოლოდ “თინეთის” მფლობელობაში მყოფ პორტალ tkt.ge-ს აძლევდა.
გარიგების მონაწილედ მიჩნეულია მომჩივანი შპს “ელ-ბილეთებიც”, რომელიც თავის მხრივ ექსკლუზივის მოპოვებას მის მფლობელობაში მყოფ პორტალ biletebi.ge-ზე ცდილობდა. ამ შემთხვევაში, სანქცია 5 368 ლარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ფულის სიყვარულმა ოდესღაც წამყვანი მედიები იმდენად დააკნინა, რომ შეუძლიათ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი „კამიტის“ ადგილად საქართველო გამოაცხადონ, ხოლო აშშ-ის დაზვერვის დირექტორის პოზიცია დამახინჯებულად წარმოაჩინონ

როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან

ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი