შპს “ბი ემ ესი” შპს „ევროლაინის“, ანუ სუპერმარკეტების ქსელ “ჯორჯიტას” 67%-ს წილს ყიდულობს. შესაბამის კონცენტრაციაზე თანხმობა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) უკვე გასცა.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ 2024 წელს FMCG ბაზრის საცალო დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას 7 000-ზე მეტი ეკონომიკური აგენტი ახორციელებდა. “ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) შეადგენს 690.98 ერთეულს. დისტრიბუციის დონეზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 85 კომპანია. კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=457. ბაზრის ორივე დონე დაბალკონცენტრირებულია”, – წერია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
