კონკურენციის სააგენტომ „ქართული ლუდის კომპანია“ „ზედაზენი 2012“-ის ყიდვის შეუტყობინებლობისთვის დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე კონცენტრაცია გამოავლინა, რომელიც წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება გასულ წელს, სს „ქართული ლუდის კომპანიას“ მიერ შპს „ზედაზენი 2012-ის“ 100%-იანი წილის შეძენას. როგორც შესაბამის ბრძანებაშია აღნიშნული, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის სს „ქართული ლუდის კომპანია“ 40 000 ლარით დაჯარიმდა.