კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საფეხბურთო ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის სექტორში საჩივარი დაუშვებლად ცნო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), საფეხბურთო ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის სექტორში, შპს „თინეთის“ საჩივარი დაუშვებლად ცნო – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„საკითხი ეხება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს – შპს „ელ.ბილეთების“, სს „ს“, ღია სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის ჯგუფისა“ და „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ მხრიდან, ხოლო ამ უკანასკნელის მხრიდან დამატებით მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევას.
დასაშვებობის ეტაპზე, მოპასუხების მხრიდან კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებთან მიმართებით გონივრული ეჭვი არ გამოიკვეთა. შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, სააგენტომ მოკვლევა არ დაიწყო.
ინფორმაციისთვის: 2025 წელს, სააგენტომ რვა საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.