“კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს” – ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ნეიმარი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის, ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა.
იტალიელი სპეციალისტის თქმით, ამის მიზეზი ნეიმარის ფიზიკური ფორმაა.
“როგორც თავად ნეიმარმა თქვა, ეს ტრავმას არ ეხება, უბრალოდ არადამაკმაყოფილებელი მისი ფიზიკური ფორმაა. რა თქმა უნდა, ტალანტია, თუმცა ნაკრებში მის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, ნაკრებში მოსახვედრად 70 ფეხბურთელი იბრძვის. გვინდა ვითამაშოთ ინტენსიურად და დაცვაში სოლიდურად გამოვიყურებოდეთ. გუნდის სელექციასთან დაკავშირებით შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. თითქმის 24 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატი ბოლოჯერ მოიგო”, – ანჩელოტის სიტყვებს ალფრედო პედულა ციტირებს.
შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრები 4 სექტემბერს შინ ჩილეს, ხოლო 9 სექტემბერს გასვლაზე ბოლივიას დაუპირისპირდება.
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე – რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
“ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა” – ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
The Athletic: ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელია
“იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?” – ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
“ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?” – გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
ნეიმარი: ხალხს ჰგონია ყოველ დღე ვერთობი, ასე არაა…
“ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ” – დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
ანჩელოტის შვილმა თქვა, რატომ არ დაიწყო დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა
[VIDEO] მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ – ნეიმარი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
ახალი კონტრაქტი – ნეიმარი კვლავ “სანტოსში” ითამაშებს
ნეიმარს COVID-19 დაუდასტურდა
“ბოდიშს ვიხდი, ყველა მატჩში გოლს ვერ გავიტან, ევროპაში ბევრად უკეთესი მოედნებია” – ვინისიუსი პარაგვაისთან მარცხის შემდეგ
“რეალისთვის” ყველაფერი გავაკეთე” – კარლო ანჩელოტი
“სელესაოში” ანჩელოტის წარმატების არ სჯერა – ბრაზილიის პრეზიდენტმა ამის მიზეზი განმარტა