„კონკურენცია ნაყინის ბაზარზე წლიდან წლამდე მზარდია, რაც, ჩვენი შეფასებით, ძალიან სასარგებლოა ინდუსტრიისთვის“ – Luca Polare

ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად ცივ და გამაგრილებელ ტკბილეულზე მოთხოვნა იზრდება. ნაყინი ზაფხულის ერთ-ერთი ,,Best Saler’’-ია. სანაყინე Luca Polare ამ სეზონზე მომხმარებელს ახალ გემოებს სთავაზობს და ასორტიმენტს ზრდის.
,,ლუკა პოლარე ყოველ ახალ სეზონზე სიახლეებს სთავაზობს მომხმარებელს. წლის ნებისმიერ პერიოდში ვქმნით ახალ გემოებს. ჩვენთვის ინოვაცია მხოლოდ სეზონური ტრენდებით არ შემოიფარგლება. იმის გამო, რომ ნაყინს ნამდვილი ხილით ვამზადებთ, კონკრეტულ სეზონზე მომხმარებელი ყოველთვის ხვდება შესაბამის სეზონურ გემოს. ძალიან მალე ჩვენს ასორტიმენტს ისეთი გემოებიც დაემატება, რომლებიც, როგორც ბევრი სხვა ჩვენი პროდუქტი, პირველია ბაზარზე. ვგეგმავთ ასორტიმენტში ახალი გემოების დამატებას. ეს გადაწყვეტილება ჩვენს მომხმარებლებს ეკუთვნით — სწორედ მათი მოთხოვნა გახდა მთავარი მიზეზი ამ პროდუქტის გაზრდის.’’- აცხადებენ Luca Polare-ში.
სანაყინეების ქსელში ამბობენ, რომ ბაზარზე კონკურენცია ყოველწლიურად იზრდება, რაც ინდუსტრიის განვითარებას ახალისებს. ,,კონკურენცია ნაყინის ბაზარზე წლიდან წლამდე მზარდია, რაც, ჩვენი შეფასებით, ძალიან სასარგებლოა ინდუსტრიისთვის — ის ახალ სტიმულს აძლევს ყველა ბრენდს განვითარებისთვის და პროდუქტის გაუმჯობესებისთვის.’’- აცხადებენ კომპანიაში.
Luca Polare-ს გაყიდვები პიკს ზაფხულის სეზონზე აღწევს, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ წელს განსაკუთრებული მოლოდინი აქვთ, რადგან მომხმარებლებს ახალ პროდუქტებს სთავაზობენ.
,,როგორც მოგეხსენებათ, ლუკა პოლარე მხოლოდ სეზონური ბრენდი არ არის, თუმცა სწორედ გაზაფხულის პირველივე მცხუნვარე მზესთან ერთად იწყება ჩვენი აქტიური სეზონი. ზაფხული ჩვენთვის ნამდვილად პიკია, რაც აშკარად აისახება გაყიდვებზეც. ყოველ ზაფხულს მომხმარებელთა ზრდას ველით, თუმცა წელს განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს. მომხმარებლებს ბევრ ახალ პროდუქტსა და აქტივობას ვთავაზობთ, რაც, ვფიქრობ, დადებითად აისახება ჩვენს გაყიდვებზე.’’- აცხადებენ სანაყინეების ქსელში.
ბრენდი პრემიუმ სეგმენტში პოზიციონირდება, რაც პროდუქციის ფასებზეც ასახულია. ზაფხულის დასაწყისში Luca Polare-ს რიგით 24-ე ფილიალი შეემატა, რომელიც ბათუმში გაიხსნა.