კონკრეტული ელჩები წინასაარჩევნო პერიოდში პირდაპირ იყვნენ ჩართული რადიკალური ოპოზიციის სასარგებლო კამპანიაში და არჩევნების შემდეგ სიჩუმეს ინარჩუნებდნენ სისტემური ძალადობის ფაქტებზე, მათი დუმილი ჩანს არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარების კუთხით, მზად ვართ, მიუხედავად მათი ქმედებებისა, ხელი გავუწოდოთ თითოეულ ამ ელჩს

კონკრეტული ელჩები წინასაარჩევნო პერიოდში პირდაპირ იყვნენ ჩართული რადიკალური ოპოზიციის სასარგებლო კამპანიაში და არჩევნების შემდეგ სიჩუმეს ინარჩუნებდნენ სისტემური ძალადობის ფაქტებზე, მათი დუმილი ჩანს არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარების კუთხით, მზად ვართ, მიუხედავად მათი ქმედებებისა, ხელი გავუწოდოთ თითოეულ ამ ელჩს
მინდა, კიდევ ერთხელ მწუხარება გამოვთქვა, რომ ის სისტემური და უხეში ძალადობა, რომელსაც თბილისის ქუჩებში ვხედავდით, არ დაგმო არავინ, განსაკუთრებით ვგულისხმობ შესაბამის საელჩოებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, ბუნებრივია ძალიან მძიმე შეფასებას იმსახურებს.
„მათ შორის, ჩვენ ვხედავდით, რომ კონკრეტული ელჩები, ვისი პოზიციაც განსაკუთრებით საინტერესო იყო, წინასაარჩევნო პერიოდში ზოგჯერ პირდაპირ იყვნენ ჩართული რადიკალური ოპოზიციის სასარგებლო კამპანიაში და არჩევნების შემდეგ თავიდან ბოლომდე სიჩუმეს ინარჩუნებდნენ სისტემური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.
ასევე მათი დუმილი ჩანს არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარების კუთხით. ჩვენ მზად ვართ, მიუხედავად მათი ქმედებებისა, როგორც კი დასრულდება ეს პროცესები, ჩვენ თვითონ ხელი გავუწოდოთ თითოეულ ამ ელჩს. ჩვენ გვესმის, რომ ისინი არიან ძალიან სერიოზული ზეწოლის ქვეშ და 20 იანვრამდე ეს ზეწოლა გაგრძელდება, თუმცა ვფიქრობ, 20 იანვრის შემდეგ ეს ელჩებიც გათავისუფლდებიან და შესაბამისად, მათ ექნებათ საშუალება, იმოქმედონ მეგობრულად და სამართლიანად ჩვენი ქვეყნის მიმართ. პირველი, ვინც ხელს გაუწვდის ამ ელჩებს, პირველ რიგში ვგულისხმობ -ისა და ევროკავშირის ელჩებს, სწორედ ჩვენ ვიქნებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში