კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით და ჩართულები არიან იმ პროცესებში, რომლებიც იწვევს კონკრეტული ადამიანების გადაგვარებას ამ ქვეყანაში

კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით და ჩართულები არიან იმ პროცესებში, რომლებიც იწვევს კონკრეტული ადამიანების გადაგვარებას ამ ქვეყანაში
კონკრეტული ელჩები, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი, პირდაპირ არიან დაკავებულები საქართველოში რადიკალიზაციის გაღვივებით და პირდაპირ არიან იმ პროცესებში ჩართულები, რომლებიც იწვევს კონკრეტული ადამიანების გადაგვარებას ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ არის ჩართული ასეთ პროცესებში, არის ძალიან სამწუხარო და აზიანებს ევროკავშირის იმიჯს საქართველოში.
„გახსოვთ, 100 წლის წინ როგორები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები და ასეთ პროცესებთან გვაქვს საქმე, ასეთი ჯიშის ადამიანების გამოყვანა უნდათ საქართველოში. თქვენ იცით, რომ თავის დროზე ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც ზუსტად ასეთ პროცესებს უპირისპირდებოდა და, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ასეთი პროცესებისგან. როდესაც ევროკავშირის ელჩი პირდაპირ არის ჩართული მსგავს პროცესებში, არის ძალიან სამწუხარო. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება საქართველოში ევროკავშირის იმიჯზე. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა, რომელსაც ყველა წინ უნდა აღვუდგეთ,“- განაცხადა პრემიერმა.
Previous: ბაჩიაშვილი პირდაპირ ჩართულია პოლიტიკაში, ის ცდილობს, რომ დასავლურ მედიაში შეკვეთილი სტატიებით გავიდეს ფონს – ვერც ერთ შეკვეთილ სტატიას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ყანდაშვილი „ადვოკატთა ასოციაციის“ არჩევნებზე: ვისმენ ბევრ არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას, თუ გამონათქვამს, თუმცა ეს არ გვიშლის ხელს მე და ჩემს გუნდს, ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ ნათქვამი პრინციპი ბოლომდე დავიცვათ

ირაკლი ყანდაშვილი- მე ვიყავი პირველი, ვინც ოფიციალურად განვაცხადე მზაობა და ინტერესი, მიმეღო მონაწილეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში. მქონდა და მაქვს პრინციპი, ვიყო ასოციაციის თითოეული წევრის თავმჯდომარე თანაბრად

ლიზ ტრასის სიტყვები ყველაზე კარგად ასახავს დღეს იმ ქვეყნის ვითარებას, რომელიც იცლის და საქართველოს მისამართით უსამართლო, ბინძური თავდასხმებით გამოირჩევა- საკუთარ ქვეყანას მიხედეთ, საკუთარ ხალხს მოუსმინეთ