კონკრეტული ადამიანი, რომელიც პრობლემას ქმნის, იმედია, 23 ნოემბრამდე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას – ლევან ხაბეიშვილი

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ბოლოდროინდელ აქცენტებს უწონებს და აცხადებს, რომ მისი შეწყალებით, პრეზიდენტს შეუძლია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს. განცხადება ექსპრეზიდენტმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა.
ცვლილებების აუცილებლობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობას საკუთარ თავზე აიღებს.
სააკაშვილმა ილაპარაკა 23 ნოემბერს დაგეგმილ მანიფესტზეც. კარგი მუშაობისთვის, შეაქო , რომელმაც სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ 23 ნოემბერს პარტიისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მათ შორის – კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით. ხაბეიშვილის ამ განცხადებამ გაამყარა ეჭვი, რომ ამ დღეს პარტიიდან ყოფილ თავმჯდომარეს ს გარიცხავენ.
სააკაშვილის განცხადებებზე შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდშიც.
“23 ნოემბერს, საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გახდება საჯარო. კონკრეტული ადამიანი, რომელიც პრობლემას ქმნის, იმედია, 23 ნოემბრამდე, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას… არსებობს კონკრეტული მანიფესტი, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილი გაავრცელებს და კონკრეტული ადამიანები, დარწმუნებული ვარ, რომ ხელს მოაწერენ. ვინც არ მოაწერს ხელს და ვისაც არ აინტერესებს “ნაციონალურ მოძრაობაში” ერთობა, ვისაც არ აინტერესებს ს წინააღმდეგ ბრძოლა და აქვს სხვა მიზნები და სხვა ამოცანები, ისინი მიიღებენ საკადრის პასუხს.
ნიკა მელია პარტიაში, ამ დროისთვის, ფაქტობრივად, მისივე გადაწყვეტილებით, არის გარიცხულიც და გარიყულიც, რაც შეეხება იურიდიულ გადაწყვეტილებას, თუ მელია მოგვმართავს თავის სტატუსთან დაკავშირებით. აუცილებლად ადეკვატურ პასუხს მიიღებს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, სადაც ის პოლიტიკური საბჭოდან ადამიანების გარიყვის შესახებ საუბრობს.

“საინტერესოა, განიხილავს თუ არა ყრილობაზე ახალი მენეჯმენტი იმ შეთავაზებას, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ, რომელსაც 40 000 ადამიანი ხელს აწერს. ამ შეთავაზებაში აბსოლუტურად ყველა გზა არის ნაჩვენები, თუ როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ის პრობლემები, რომლებიც დღეს პარტიაშია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სადაც პირდაპირ თქვა, რომ ადამიანები იყვნენ გარიყულნი პოლიტიკური საბჭოდან. აქ, ასევე, საინტერესოა ახალი მენეჯმენტის პოზიცია განცხადებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ცესკოში მომხდარ ინციდენტზე: დღევანდელი სამარცხვინო საქციელი კიდევ ერთი დიდი ლაქაა იმ უამრავ შავ და ბინძურ ლაქებს შორის, რაც ნაცისტებს გაქვთ! შემსრულებელ დავით კირთაძეს და ყველა მისნაირ არაკაცს პასუხისგება მოუწევთ!