„კონკრეტულად თავის, ღარიბაშვილის, კობახიძის და კალაძის შვილებს გულისხმობდა და არა ჩვენსას“ – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი ივანიშვილის „იმედთან“ ინტერვიუზე:
„ბიძინა აბსოლუტურად გულწრფელი იყო, როცა ამბობდა, რომ “გუნდი აგრესიული გახდა, რადგან იბრძვიან იმისთვის რომ მათ და მათ შვილებს ამ ქვეყანაში ეცხოვრებოდეთო”…
აქ იგულისხმება – “იმდენი გვაქვს მიქარული, რომ მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაშია ეს შესაძლებელიო”…
ნუ, იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ კონკრეტულად თავის, ღარიბაშვილის, კობახიძის და კალაძის შვილებს გულისხმობდა და არა ჩვენსას, რომლებსაც კისერიც უტეხიათ…
დამშვიდდი ბიძინა, თქვენს შვილებს არავინ ერჩის, მათთვისაც გვინდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი…“