“კონგრესში ტრამპის მაღალჩინოსნების თავებს ითხოვენ”

“კონგრესში ტრამპის მაღალჩინოსნების თავებს ითხოვენ
სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც გაირკვა რომ 15 მარტს. იემენზე სარაკეტო და საჰაერო იერიშის მიტანამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრამპის კაბინეტის წევრები სამხედრო ოპერაციის დეტალებს განიხილავდნენ დაუცველ ჩატში Signal-ის აპლიკაციის მეშვეობით. მეტიც ამ ჩატში შეცდომით დაამატეს ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი. განხილვაში 18 მაღალჩინოსანი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი სტივენ მილერი.
ჩატში განიხილებოდა თუ რა საშუალებებით უნდა მიეტანათ იერიში, როდის და რა კოორდინატებზე, ასევე თავდსხმის პოლიტიკური და ფინანსური საკითხები.
ჯეფრი გოლდბერგმა თავიდან არ დაიჯერა რომ რეალურ განხილვაში ჩართეს და ფეიკი ეგონა, თუმცა რამდენიმე საათში განხორცილებულმა სარაკეტო დარყტმამ ჩატის რეალობაში დაარწმუნა.
The Atlantic-ის რედაქტორმა ამ ჩატის სკრინშოტები გაავრცელა საიდანაც საინტერესო დეტალები ირკვევა. კერძოდ, უოლცი და მილერი განიხილავდნენ ოპერაციის ხარჯებს. მათ წამოაყენეს წინადადება ეს ხარჯები დააკისრონ ევროპელებს, რადგან წითელ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოება ევროპის ინტერესებშია.
ჩატიდან ასევე ირკვევა, რომ ვიცე-პრეზიდენტს ტრამპის კომპეტენტურობაში ეჭვი შეაქვს. კერძოდ ის წერს: „არ ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტს ესმის რამდენად არათანმიმდევრულია ეს გადაწყვეტილება იმ პოლიტიკის მიმართ რასაც თავად ევროპასთან აწარმოებს“. ვენსი განმარტავს, რომ ძნელი იქნება ამერიკელ ამომრჩეველს აუხსნა იემენში ხუსიტებზე თავდასხმის მიზანშეწონილობა. თუმცა ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ჯეი დი ვენსის ექაუნთით შესაძლოა სარგებლობდა არა პირადად ვიცე-პრეზიდენტი არამედ მისი თანაშემწე უსაფრთხოების საკითხებში ენდი ბეიკერი.
პენტაგონის შეფი პასუხად აცხადებს „არავინ იცის (იგულისხმება ამერიკელი ამომრჩეველი) ვინ არიან ხუსიტები“, ხოლო თეთრმა სახლმა აქცენტი უნდა გააკეთოს „ბაიდენის ჩავარდნებზე“ (ახლო აღმოსავლეთში) და ირანზე.
აქ საინტერესოა თავდაცვის მდივნის ჰეგსეტის კიდევ ერთი ფრაზა „ძნელია გაიგო როგორ განვითარდება მნიშვნელოვანი საკითხების უმრავლესობა: ეკონომიკა, მშვიდობა ში, ღაზა და ა.შ.“.
ჰეგსეტი უკვე გამოეხმაურა The Atlantic-ის მასალას. მან უარყო ჩატში სამხედრო ოპერციის დეტალების განხილვა. „არავის გაუგზავნია ტექსტური შეტყოვინება ომის გემგებზე და ესაა, რისი თქმაც შემიძლია ამ საკითხზე“. – განაცხადა პენტაგონის შეფმა. ჰეგსეტმა ჯეფრი გოლდბერგს „მატყუარა და უკიდურესად დისკრედიტებული ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი“ უწოდა.
ჰეგსეტისგან განსხვავებით, თეთრ სახლში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შემთხვევით დაამატა ჟურნალისტი ჯგუფურ ჩატში, სადაც სამხედრო გეგმებს განიხილავდნენ.
სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერი ჩაკ შუმერი ორპარტიული გამოძიების ჩატარებას მოითხოვს . მან აღნიშნა, რომ ეს არის სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში დარღვევა. შუმერის თქმით, საქმე გვაქვს ამერიკის უმაღლესი რანგის ლიდერებთან, რომლებიც სამხედრო მოქმედებების შესახებ დისკუსიებს არაუსაფრთხო აპლიკაციაში აწარმოებენ.
ამასთან, შუმერმა გააკრიტიკა თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი. როგორც მან აღნიშნა, დემოკრატები ერთხმად ეწინააღმდეგებოდნენ მის კანდიდატურას და აფრთხილებდნენ, რომ შესაძლოა, მსგავსი რამ მომხდარიყო,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი რატი მელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – პარტია ყოველთვის მზად უნდა იყოს ნებისმიერი არჩევნებისთვის, გახარიას პარტიის გადაწყვეტილებაზე ვერავინ მოახდენს გავლენას – არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არაფერიც

გოკა გაბაშვილი – რუსები და ბოლშევიკები დღეს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და ,,კომისია” მოაწყვეს – ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ, ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა