კონგრესში ტრამპის გამოსვლის შემდეგ დემოკრატებმა ამომრჩევლებს გააქტიურებისკენ მოუწოდეს

ამერიკელმა დემოკრატებმა კონგრესში პრეზიდენტ ს გამოსვლა და მისი პოლიტიკა გააკრიტიკეს და ამომრჩევლებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდეს. სენატორმა ელისა სლოტკინმა განაცხადა, რომ დემოკრატია გადასარჩენია.
დემოკრატმა სენატორმა ამერიკელ ამომრჩევლებს მიმართა, რომ დღეს ქვეყანას სჭირდებიან ისე, როგორც არასდროს და მოუწოდა, თანამდებობებზე არჩეულ პირებს პრობლემებზე პასუხი ორგანიზებულად მოსთხოვონ.
ელისა სლოტკინმა გააკრიტიკა პრეზიდენტ ს ეკონომიკური გეგმა და განაცხადა, რომ მაშინ, როცა საშუალოსტატისტიკურ ამერიკელებს სამართლიანი საგადასახადო სისტემა სჭირდებათ, ტრამპი თავისი მილიარდერი მეგობრების დასაჩუქრებას ცდილობს.
დემოკრატმა სენატორმა გააკრიტიკა უკრაინისადმი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულებაც და 28 თებერვალს, თეთრ სახლში პრეზიდენტ ზელენსკისთან ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტ ვენსის დაპირისპირება და განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეიგანი ალბათ, საფლავში გადატრიალდა.
ელისა სლოტკინის განცხადებით, ის, როგორც „ცივი ომის“ პერიოდის ბავშვი, მადლობელია, რომ 1980-იან წლებში -ის ხელისუფლებაში იყო რონალდ რეიგანი და არა დონალდ ტრამპი, რომელიც „ცივ ომს“ წააგებდა.
4 მარტს -ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვიდა კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე. მან ძირითადად, ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე ილაპარაკა, არაერთხელ გააკრიტიკა წინამორბედი პრეზიდენტი, დემოკრატი და განაცხადა, რომ ახლა „ამერიკა დაბრუნდა”.
რესპუბლიკელებმა ტრამპის გამოსვლა არაერთხელ აღნიშნეს ტაშითა და ფეხზე წამოდგომით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – ივანიშვილის ხელისუფლების ცვლილება გადის ჩამოშლაზე, რაც შეუძლებელია მოხდეს ქუჩის გარეშე, საქართველო კი რუსული და ირანული ფულის „სარეცხის მანქანა“ გახდა, „შავი ხვრელია“, სადაც სანქცირებული ტვირთი შემოდის

აზერბაიჯანის პრემიერი – აზერბაიჯანს და საქართველოს წამყვანი როლი აქვთ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში, რომ ახალი სატრანსპორტო მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას – ჩვენი ქვეყნები სანდო პარტნიორები არიან

შალვა პაპუაშვილი – ზვიად ცეცხლაძე, რომელთანაც, ევროკავშირის ელჩს, როგორც აღმოჩნდა, მიმოწერა აქვს, ცივსისხლიანად გეგმავდა ქუჩის ომს – ბრიუსელის მიერ არჩეული ანტიქართული გზა ტერორისტების მხარდაჭერამდე რომ მივიდოდა, ეს დიდი ხნის წინ იყო აშკარა