კონგრესმენმა უილსონმა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია

“მოხარული ვარ, მოვიწვიო პრეზიდენტი ზურაბიშვილი ს ინაუგურაციაზე დასასწრებად, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი. პატივს ვცემ მის გამბედაობას, ივანიშვილისა და მისი ჩინეთის კომპარტიისა და ირანული რეჟიმის მეგობრების თავდასხმის ფონზე”, – დაწერა 27 სექტემბერს სოციალურ ქსელ X-ზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.
გასული დღეების განმავლობაში სამხრეთ კაროლინელმა კონგრესმენმა საქართველოს შესახებ სოციალურ ქსელებში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.
“ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?” – დაწერა უილსონმა 26 დეკემბერს, -ის ხაზინის მიერ ს სანქცირების წინა დღეს.
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. როგორც წესი, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ამ დღეს დებს ფიცს.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი ტრადიციას არღვევს და თავის ინაუგურაციაზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს იწვევს. მათ შორის არიან არგენტინის პრეზიდენტი , სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.
კითხვაზე, არის თუ არა დაპატიჟებული უკრაინის პრეზიდენტი , ტრამპმა 16 დეკემბერს უპასუხა, რომ ის ჯერ არ დაუპატიჟებია, მაგრამ თუ თავად ენდომება, “სიამოვნებით მიიღებდა”.
ინაუგურაციაზე დასასწრებ ბილეთების გარკვეულ რაოდენობას იღებენ კონგრესმენებიც და ისინი თავად წყვეტენ, ვის დაპატიჟებენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ვარშავის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე – მმართველი პარტია საქართველოს იზოლაციაში მოქცევას მოსკოვის წაქეზებით ცდილობს – რაც თქვენგან გვჭირდება, არის ყურადღება, ყურადღება და ყურადღება

გიორგი ბაჩიაშვილი – არ ვარ დამნაშავე, მთელი ცხოვრება ქვეყანას ვემსახურე – შურისძიებაა ჩემი მშობლების წინააღმდეგ გამოძიებაც, მამაჩემი ქირურგია და ადამიანებს ეხმარებოდა, დედაჩემი კი ცნობილი ოჯახის ექიმია, ეს არის უნამუსობა, ჩირქის მოცხება