კონგრესმენი შესაძლოა კამპანიის ფულის არამიზნობრივი ხარჯვისთვის პალატიდან გარიცხონ

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელი ჯორჯ სანტოსის ხანმოკლე კარიერა შესაძლოა წაყენებული ბრალდებების გამო დასრულდეს. დღეს, 1 დეკემბერს, კონგრესი კენჭს უყრის პალატიდან მის გაძევებას კორუფციის ბრალდებებისა და საარჩევნო კამპანიის ფულის არასწორად ხარჯვის გამო.
პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თქვა, რომ ის ხმას გარიცხვის წინააღმდეგ მისცემს. ამის შესახებ მისი აპარატის წევრმა უთხრა მედიას.
35 წლის სანტოსი 2022 წლის ს შემდეგ სკანდალების მთელ სერიაშია ჩართული. მან უკვე აღიარა საკუთარი ბიოგრაფიის დიდი ნაწილის გაყალბება. ფედერალური პროკურორი მას კამპანიის სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაში და დონორების მოტყუებაში სდებს ბრალს. სანტოსი ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ აცხადებს.
ის, ნოემბრის დასაწყისში, ერთხელ უკვე გადაურჩა კონგრესიდან გაძევების მცდელობას, როდესაც მისმა თანაპარტიელებმა და 31-მა დემოკრატმა მის გარიცხვას მხარი არ დაუჭირეს იმ მოტივით, რომ სანტოსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ჯერ დასრულებული არ იყო.
1 დეკემბრის კენჭისყრა მისთვის შესაძლოა ცუდად დასრულდეს, რადგან გასულ თვეში კონგრესის ორპარტიულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მან საარჩევნო კამპანიის ფონდიდან თითქმის 4000 დოლარი გადაიხადა სპაში მიღებული მომსახურებისთვის, რაშიც ბოტოქსიც შედიოდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მან კამპანიისთვის შეწირული ფულიდან კიდევ 4000 დოლარი „ჰერმესის“ მაღაზიაში და “მცირე შესყიდვებისთვის” დახარჯა ონლაინ პლატფორმიდან, რომელიც სექსუალურ კონტენტს ყიდის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან