კონგრესმენი უილსონი: “მეგობარი აქტის” დადებითად გადასაწყვეტად ვმუშაობთ

იმედგაცრუება და რუსული გავლენა – ესაა ის ორი რამ, რაზეც ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს საპარლამენტო ს შესახებ საუბრისას ამბობენ. რესპუბლიკელი კანონმდებელი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი გვეუბნება, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად იმისთვის, რომ “მეგობარი აქტი” საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს. სხვა რესპუბლიკელი კანონმდებლები კი ხაზს უსვამენ იმას, რომ სამართლიანი არჩევნების თემა არჩეული პრეზიდენტის, სთვის, გამორჩეულად მნიშვნელოვანი საკითხია და შესაბამისად, ასე იქნება მისი ადმინისტრაციისთვისაც.
“მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ ისევ და ისევ გვერდით უნდა დავუდგეთ ხალხს საქართველოში. “მეგობარი აქტი” უნდა ამოქმედდეს, ის ორპარტიულია და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდით საქართველოს. ამ მამაც, უნარიან ხალხს, მათთვის ყოველივე საუკეთესოს იმედი გვაქვს”, – ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე.
„ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც “მეგობარი აქტი” კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს”, – ჯო უილსონი
ჯო უილსონი „მეგობარი აქტის“ ავტორი და წარმდგენია. აქტი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე უილსონმა საქართველოში ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღების და ს მიერ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის ყოველისმომცველი გადახედვის დაწყების პარალელურად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარადგინა. აქტი მოსახლეობის პროდასავლური მისწრაფებების მხარდაჭერას და ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის დაყენებას ითვალისწინებს.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგაც ამერიკის დედაქალაქში ოფიციალურ შედეგებთან დაკავშირებით კვლავ შეშფოთება ისმის. სახელმწიფო დეპარტამენტმა და თეთრმა სახლმა მიუთითეს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს ეს არჩევნები არ შეუფასებიათ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, და ხელისუფლებას მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდეს. არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს ქვეყნის პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები. ამერიკელ კანონმდებელთა ნაწილი ამბობს, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებებს და პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევას:
“მე პატივს ვცემ იმას, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მიუთითებს. დავუჭერ მხარს, რა კურსსაც ის მიიჩნევს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოდ, რაც არის დემოკრატიის სრულად აღდგენა საქართველოში”, – ამბობს უილსონი.
„მეგობარი აქტი“ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ივლისში დაამტკიცა. კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა პალატის სრული შემადგენლობისთვის მის წარდგენასა და მხარდაჭერას, უილსონი ამბობს, რომ ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია:
„ჩვენ წავიწევთ წინ, ახლა ვმუშაობთ ლიდერებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ როდესაც “მეგობარი აქტი” კენჭისყრაზე დადგება, დადებითად გადაწყდეს”, – უთხრა კონგრესმენმა “ამერიკის ხმას”.
კიდევ ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი ამბობს, რომ საქართველო შეერთებული შტატების კარგი მეგობარია და დასავლეთისკენ მისი სვლა საერთო ინტერესია:
პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ცხადია, ესაა ის, რისი ნახვაც გვსურს, საქართველოში იქნება, თუ სხვა ქვეყნებში”, – კონგრესმენი ადერჰოლტი
„მე კარგად ვიცი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, იქ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი აკვირდებოდა არჩევნების პროცესს, იმედი გვაქვს, რომ ეს [საკითხი] გადაწყდება. საქართველო ჩვენი კარგი მეგობარია და მისთვის თავისუფლება და დემოკრატიისკენ მისი მსვლელობის გაგრძელება გვსურს. ადმინისტრაციასთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ სწორ შედეგი იყოს მიღწეული“, – ამბობს ადერჰოლტი.
5 ნოემბერის არჩევნების შედეგად, კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობა სწორედ რესპუბლიკელებმა მოიპოვეს და კონგრესმენ ადერჰოლტის თქმით, ქვეყნის ახალი აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის, არჩევნების სამართლიანობის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებო იქნება.
“ბევრი რამ სწორედ ახალ ადმინისტრაციაზე იქნება დამოკიდებული, იცით, რომ მოქმედი ადმინისტრაციის ვადა იწურება და ვიხილავთ სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ შემადგენლობას, ამას უნდა დავაკვირდეთ”, – ამბობს ადერჰოლტი და ხაზს უსვამს, რომ არჩევნების და მისი შედეგების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული თემები არჩეული პრეზიდენტისთვის გამორჩეულად საყურადღებოა:
“ცხადია ის, რომ ამერიკა მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და იმის უზრუნველყოფას, რომ ის [არჩევნები] სამართლიანი იყოს. ასე რომ, ცხადია, ესაა ის, რისი ნახვაც გვსურს, საქართველოში იქნება, თუ სხვა ქვეყნებში.”
დემოკრატი კონგრესმენების ნაწილი კი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილ რეალობაზე საუბრისას, ყურადღებას რეგიონში ს გავლენაზე ამახვილებს და ამბობს, რომ შედეგების ლეგიტიმურობის თაობაზე კითხვები, მისი შემდგომი პროტესტი თუ ევროკავშირის მხრიდან პროცესებზე მკაცრი რეაგირების აუცილებლობა, მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს.
“მე იმედგაცრუებული ვიყავი. “ოცნება” “კოშმარად” იქცა და სამწუხაროდ, ვფიქრობ, ისინი ძალზე ჩართულნი არიან რუსეთთან”, – ამბობს დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი, ჰელსინკის კომისიის წამყვანი წევრი. ის ერთ-ერთი იყო იმ ამერიკელ კანონმდებელთაგან, ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას თბილისში იმყოფებოდა.
“მე მაშფოთებს კრემლის სახელმძღვანელოს გამოყენება საქართველოსა თუ აღმოსავლეთ ევროპის [სხვა] ქვეყნებში, არჩევნებში ჩარევა.. ეს ყველაფერი გრძელდება, რაც კონგრესში ვარ და ველი, რომ ასეც გააგრძელებენ”, – ამბობს კიდევ ერთი დემოკრატი კონგრესმენი მაიკ ქუიგლი, ილინოისის შტატის წარმომადგენელი პალატაში.
“ეს და სხვა ბინძური ხერხები ის მეთოდებია, როგორ პოლიტიკასაც აწარმოებენ. ქრთამი იქნება ეს, გამოძალვა, კორუფციის კულტურა თუ სხვა რამ, რასაც აღმოსავლეთ ევროპაში იყენებენ”, – ამბობს ქუიგლი.
დემოკრატი კონგრესმენი დებორა როსი კი მოლდოვის ბოლოდროინდელ არჩევნებზე და რეფერენდუმზე საუბრობს და ამბობს, რომ ისაა წარმატებული მაგალითი იმისა, როგორ გაუმკლავდა ქვეყანა არჩევნებში რუსეთის ჩარევას: “მე ძალიან მაშფოთებს პრორუსული ძალები და პროპაგანდა. ვფიქრობ, რაც მოლდოვის არჩევნებთან დაკავშირებით ვნახეთ, ეს ყველაზე კარგი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ დაუპირისპირდა მას ქვეყანა და რა შესანიშნავი სამუშაო გასწია მის წინააღმდეგ. ასე რომ ამერიკა უნდა დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ამას წინ აღუდგნენ”, – ამბობს როსი.
“ოცნება” “კოშმარად” იქცა და სამწუხაროდ, ვფიქრობ ისინი ძალზე ჩართულნი არიან რუსეთთან”, – დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი.
ორპარტიული საკანონმდებლო აქტია წარდგენილი სენატშიც – სენატორების ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის კანონპროექტი, რომელიც ასევე ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ წარედგინათ კანონმდებლებს, და რომელსაც ორივე პარტიის წარმომადგენელი სენატორები უჭერენ მხარს. ისიც დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯებისთვის პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების დაყენებას და საქართველოს პროდასავლური გზის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
მაშინ, როცა საქართველოს მმართველი გუნდის წევრები მიანიშნებენ, რომ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა სულ მალე, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან გაუმჯობესდება, ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ამერიკის ნებისმიერი ხელისუფლება უერთგულებს იმას, რაც ქართველებს ევროპული ოცნებების ასრულებაში დაეხმარება.
“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” ერთ-ერთი იყო იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, ვინც საქართველოში არჩევნებს აკვირდებოდა და არაერთ დარღვევაზე ისაუბრა. ორგანიზაციის ევრაზიის მიმართულების დირექტორი სტივენ ნიქსი “ამერიკის ხმასთან” საუბარში ამბობს, რომ ვინც არ უნდა იყოს შეერთებული შტატების ხელისუფლებაში, ამერიკელ ლიდერებს დასავლურ გზაზე საქართველოს წარმატების ნახვა სურთ და სწორედ ამას დაუჭერენ მხარს:
“ვფიქრობ, ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს ამერიკის ნებისმიერი ადმინისტრაციის იმედი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მართავს მას. ეს იმ გრძნობების გამო, რაც ამერიკის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მიმართ აქვს და სურს დაეხმაროს მას თავისი ევროპული მისწრაფებების და იმედების ასრულებაში. ასე რომ, მიუხედავად იმისა, [ვინაა ხელისუფლებაში] ჩვენ გვსურს განვაგრძოთ საქართველოზე ფოკუსირება და ქვეყნის დახმარება ევროპისკენ მიმავალ გზაზე”, – ამბობს ნიქსი.
3 იანვრიდან წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა და სენატის წევრთა დაახლოებით მესამედი კანონმდებლის ფიცს დადებს. ორივე პალატას სულ მცირე მომდევნო ორი წლის განმავლობაში რესპუბლიკელები გააკონტროლებენ.