რესპუბლიკელი კონგრესმენის მაიკ ტერნერის შეფასებით, ის რაც საქართველოში ხდება, ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის ბრძოლის ნაწილია და მომავალი არჩევნები „გარდამტეხი მომენტი საქართველოსთვის“.
ამის შესახებ ტერნერმა American Enterprise Institute-ის მიერ, საქართველოს არჩევნების შესახებ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა.
„ჩვენი ყურადღება უნდა გავამახვილოთ, თუ რა მოხდება შაბათს [არჩევნებზე] და მის შემდეგ. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს და გვინდა მჭიდრო ურთიერთობა იმ ხალხთან, რომელიც თავს პროდასავლურად აიდენტიფიცირებს. როდესაც არჩევნები ჩატარდება, თუ იქნება ცვლილება, შეერთებულმა შტატებმა უნდა აჩვენოს, რომ საჭიროა ხელისუფლების მშვიდი გადაბარება. თუ თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭირონ ღია და სამართლიან ტრანსფორმაციას. თუ აქტიურები არ ვიქნებით და ქვეყანა ჩავარდა ქაოსში, ეს სარგებელს მოუტანს რუსეთს“, — განაცხადა ტერნერმა.
მისი აზრით, რუსეთი ახლა დაკავებულია თავისი ომით უკრაინაში და საქართველოს არჩევნებში ჩარევის დიდი რესურსი არ აქვს.
კონგრესმენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არ არის „არ არის სამყაროს პატარა კუთხე“ და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია მათ შორის შეერთებული შტატებისთვის.