კონგრესმენი დონ ბეიკონი – სტივ უიტკოფი სრულად უჭერს მხარს რუსებს – ის თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლონ

მათთვის, ვინც ეწინააღმდეგება ს შემოჭრას და სურს უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის, გამარჯვება, ცხადია, რომ უიტკოფი სრულად უჭერს მხარს რუსებს, – ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, დონ ბეიკონი Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალას ს სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ს პრეზიდენტ ს თანაშემწეებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ.
„მას არ შეიძლებ ამ მოლაპარაკებების წარმართვა ანდო. ნუთუ რუსი ანაზღაურებადი აგენტი მასზე ნაკლებს გააკეთებდა? ის უნდა გაათავისუფლონ”, – წერს ამერიკელი კონგრესმენი.
Bloomberg-მა გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც -ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს, ურჩევდა, როგორ შეეძლო რუსეთს სთვის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ თავისი წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა. ის ასევე აქვეყნებს უშაკოვსა და პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის საუბარსაც, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ე.წ. 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ პუტინის თანაშემწეებმა მოამზადეს და უიტკოფს ის საკუთარ ნამუშევრად უნდა წარედგინა.

ასევე დაგაინტერესებთ