კონგრესმენთა ჯგუფი პენტაგონს მოუწოდებს, უკრაინას რუსეთში მდებარე სამიზნეებზე შეტევის ნება დართოს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა გაავრცელა კონგრესმენთა ჯგუფის მიმართვა თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის მიმართ, სადაც მინისტრს მოუწოდებენ, დაუშვას უკრაინის თავდასხმა რუსეთში მდებარე სამიზნეებზე და გააფართოოს უკრაინელების წვრთნა ამერიკულ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე.
კანონმდებლები თვლიან, რომ უკრაინელებს არ შეუძლიათ ეფექტურად დაიცვან თავი ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო, რომელიც უნდა შეიცვალოს.
„ჩვენი უკრაინელი მოკავშირეები ითხოვენ ნებართვას გამოიყენონ შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული გარკვეული ტიპის იარაღი რუსეთში ან ს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტრატეგიული სამიზნეების წინააღმდეგ ოპერაციების განსახორციელებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის სამხედრო ლიდერებს საშუალება მისცეს, განახორციელონ ოპერაციების მთელი სპექტრი, რომელიც საჭიროა მათ სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმაზე რეაგირებისთვის“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც 13 კონგრესმენი როგორც „რესპუბლიკური“ ასევე „დემოკრატიული“ პარტიის მხრიდან.
კონგრესმენები აცხადებენ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი რაოდენობის გაწვრთნილი მფრინავების კრიტიკული საჭიროება, რომლებსაც შეეძლებათ ისეთი თვითმფრინავების მართვა, როგორიცაა F-16.
„12 პილოტის მომზადება უბრალოდ არ არის საკმარისი. საომარ მდგომარეობაშია და სხვა უცხო ქვეყნებთან შედარებით უკრაინის ადგილები პრიორიტეტული უნდა იყოს“, – აღნიშნულია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ