კონგრესმენები თეთრ სახლს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირებისკენ მოუწოდებენ

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (რომელიც „ჰელსინკის კომისიის“ სახელით არის ცნობილი) წევრები ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაასანქცირონ , რომელიც კრიტიკის განსაკუთრებული ობიექტი გახდა საქართველოს ევროპული გზიდან გადაძალვისა და ქვეყნის მზარდად ავტორიტარული მართვის გამო.
დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენების ერთობლივ წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელი “ქართულ ოცნებას” ზურგს უმაგრებს.
წერილში, რომლის ადრესატი ამერიკის სახელმწიფო მდივანი ა, კომისიის რესპუბლიკელი და დემოკრატი ლიდერები ფინანსური სანქციების დაწესებას ითხოვენ ივანიშვილზე და მასთან დაახლოებულ წრეზე, რათა პასუხი გაეცეს „კორუფციისა და მავნე ზეგავლენის საკვანძო კერებს საქართველოში“.
წერილის ავტორები არიან რესპუბლიკელი ჯო უილსონი, კომიტეტის თავმჯდომარე; დემოკრატი სტივ კოენი; რესპუბლიკელი რიჩარდ ჰადსონი და ასევე რესპუბლიკელი მარკ ვიზი.
„გვწამს, რომ ეს სანქციები სრულ შესაბამისობაშია ჩვენს კანონპროექტთან, „MEGOBARI Act“-თან“, — წერენ კონგრესმენები წერილში.
კანონპროექტი, რომელიც „MEGOBARI Act“-ის სახელით არის ცნობილი და რომლის ავტორია რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, თვის დასაწყისში კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა სრული ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო. იგი ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერებისა და მთავრობის წევრების სანქცირებას, ისევე როგორც ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის და სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებისთვის შეზღუდვების დაწესებას. სავარაუდოდ, კანონპროექტისა და ახალი საკანონმდებლო ზომების მიღების განხილვა და გატარება სექტემბრიდან განახლდება.
„ეს ზომები გააძლიერებს დემოკრატიულ პროცესებს, ადამიანის უფლებების დაცულობასა და კანონის უზენაესობას საქართველოში და კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომ შეერთებული შტატები ერთგულად და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, უპირისპირდება ავტორიტარული რეჟიმების და განსაკუთრებით, ს გავლენას“, — წერენ კონგრესმენები.
ბაიდენის ადმინისტრაციამ სავიზო შეზღუდვები დააწესა კონკრეტულ პირებზე საქართველოში, რომელნიც „პასუხისმგებელნი ან ხელშემწყობები არიან ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის საქმეში“, სავიზო შეზღუდვები შეეხო დასანქცირებული პირების ოჯახის წევრებსაც.
როგორც კონგრესმენების ორპარტიული ჯგუფი ამბობს, „მოვლენათა განვითარების ტემპი და სიმწვავე მიუთითებს, რომ მეტი ზომებია მისაღები და სასწრაფოდ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობა იქნას დაცული“.
საკმაოდ მკაცრია კონგრესმენების ლექსიკა ქართული ოცნების ლიდერებისა და მათი ქმედებების მიმართ.
„ცხადი უნდა გახდეს, რომ კორუფციისა და მავნე გავლენების მთავარი გამტარები ქვეყნის შიგნით დამოუკიდებლად თუ სხვა ანტიდასავლურ ძალებთან ალიანსში, თავისუფლად ვერ უნდა ახერხებდნენ ნადირობდნენ ქართველ ხალხზე და მიზანმიმართულად ვერ უნდა ესხმოდნენ თავს დემოკრატიას“, — წერენ კონგრესმენები.
კონგრესმენების წერილში ასევე ნახსენებია „თაღლითური ქოლ-ცენტრები“, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებენ და მათი თქმით, ეს არის წყარო “შავი ფულისა, რომელიც ზურგს უმაგრებს „ქართული ოცნების“ სისტემას“.
„გვწამს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა, შეერთებული შტატებისა და მეგობარი ქვეყნების სამართალდამცველ ორგანოების თანამშრომლობით, გარდაუვალად, სწრაფად, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს სისტემური ზომები მსგავსი ქოლ-ცენტრების ქსელის წინააღმდეგ, საერთაშორისო მასშტაბით, რომ აღმოიფხვრას მათი ქმედებები“, – წერია კონგრესმენების წერილში.
ასევე ნახეთ:
განიხილება სანქციები მათზეც, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია ჩართული – ო’ბრაიენი